პირის ნაცვალსახელები

რუსულში არსებობს შემდეგი პირის ნაცვალსახელები:
я (მე)
ты (შენ)
он (ის – მამრობითი სქესის)
она (ის – მდედრობითი სქესის)
оно (ის – საშუალო სქესის)
мы (ჩვენ)
вы (თქვენ), Вы (თქვენ – თავაზიანი ფორმა)
они (ისინი)
რუსულში, ისევე როგოც ბევრ სხვა ენაში ქართულის ჩათვლით, ты (შენ) ძირითადად გამოიყენება ახლო ნაცნობებს შორის. სხვა შემთხვევაში მეტად უპრიანია გამოიყენოთ თავაზიანი ფორმა вы (თქვენ). მიმოწერაში მას ხშირად დიდი ასოთი გამოყოფენ: Вы.
რუსულში ზმნის დაბოლოება აწმყო დროში პირის მიხედვით იცვლება:
მაგალითები: 
Я делаю/строю (მე ვაკეთებ/ვაშენებ)
Ты делаешь/строишь (შენ აკეთებ/აშენებ)
Он/она/оно делает/строит (ეს აკეთებს/აშენებს)
Мы делаем/строим (ჩვენ ვაკეთებთ/ვაშენებთ)
Вы делаете/строите (თქვენ აკეთებთ/აშენებთ)
Они делают/строят (ისინი აკეთებენ/აშენებენ)

Комментариев нет:

Отправить комментарий