ბრუნვები

რუსულ ენაში ბრუნვები განსაზღვრავენ სიტყვის როლს წინადადებაში. სწორედ მათი მკაცრად განსაზღვრული და დანაწილებული ფუნქციების გამოა ის, რომ რუსულს ასეთი თავისუფალი სინტაქსური წყობა აქვს.
სახელობითი (именительный падеж)
სიტყვის საწყისი ფორმა, პასუხობს კითხვებს “ვინ” და “რა”
მაგალითები:
Часы пробили пять. – საათმა ხუთი საათი ჩამოჰკრა.
Пушкин – великий русский поэт. – პუშკინი დიდი რუსი პოეტია.
ნათესაობითი (Родительный падеж)
გამოხატავს კუთვნილებას, იმას, რომ რაღაც არ არის ან ვიღაცასთან მიმართებას.
მაგალითები:
У учителя нет карандаша. – მასწავლებელს არა აქვს ფანქარი.
Это книга моего дедушки. – ეს არის ჩემი ბაბუის წიგნი.
მიცემითი (дательный падеж)
აჩვენებს, რომ ვიღაცას რაღაცას აძლევენ. პასუხობს კითხვებზე “ვის” “რას”
მაგალითები:
Это письмо известному актеру. – ეს არის წერილი ცნობილ მსახიობს.
Помоги своей сестре. – დაეხმარე შენს დას.
ბრალდებითი (винительный падеж)
აჩვენებს ქმედების ობიექტს.
მაგალითები:
Я люблю цветы. – მე მიყვარს ყვავილები.
Вася чинит машину. – ვასია მანქანას  აკეთებს.
მოქმედებითი (творительный падеж)
აჩვენებს თუ რით, რის მეშვეობით სრულდება ქმედება.
მაგალითები:
Письмо написано карандашом. – წერილი დაწერილია ფანქრით.
Малыш ест руками. – ბავშვი ჭამს ხელებით.
პრეპოზიციური (предложный падеж)
მიუთითებს ობიექტზე, რომელზეც ფიქრობენ/საუბრობენ ან ადგილს. ყოველთვის გამოიყენება წინდებულით.
მაგალითები:
Мы думаем о море. – ჩვენ ვფიქრობთ ზღვაზე.
Мы плаваем в море. – ჩვენ ვცურავთ ზღვაში.
Они говорили о деньгах. –ისინი ფულზე ლაპარაკობს.

Комментариев нет:

Отправить комментарий