რეფლესური კუთვნილებითი ნაცვალსახელი свой (თავისი)

ისევე, როგორც ქართულში რუსულშიც არსებობს სიტყვა “თავისი” –  свой. კონტექსტიდან გამომდინარე ის შეიძლება ნიშნავდეს “ჩემი”, “შენი”, “მისი” და ა.შ.  ეს სიტყვა მიგვანიშნებს, რომ საგანი წინადადების სუბიექტს ეკუთვნის.
მამრობითიმდედრობითისაშუალომრავლობითი
სახელობითი свой своя́ своё свои́
ნათესაობითი своего́ свое́й своего́ свои́х
მიცემითი своему́ свое́й своему́ свои́м
ბრალდებითი своего́ свою́ своего́ свои́х
მოქმედებითი свои́м свое́й свои́м свои́ми
პრეპოზიციური своём свое́й своём свои́х
მაგალითები: 
Я потерял свои заметки. – მე დავკარგე ჩემი ჩანაწერები.
Он потерял свои заметки. – მან დაკარგა თავისი ჩანაწერები.
Мы потеряли свои заметки. – ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ჩანაწერები.
Заметки მრავლობითშია, ამიტომ ვიყენებთ სიტყვას свои.
პირველ ან მეორე პირზე საუბრისას შეიძლება კუთვნილებითი ნაცვალსახელების გამოყენებაც, მაგრამ უფრო свой ბუნებრივად ჟღერს:
მაგალითები:
Я люблю свой дом / Я люблю мой дом – მე მიყვარს ჩემი სახლი.
Вы расскажете о своей поездке? / Вы расскажете о вашей поездке? – გვიამბობთ თქვენი მოგზაურობის შესახებ?
ყურადღებით უნდა იყოთ, როცა ნაცვალსახელს არჩევთ მესამე პირზე საუბრისას:
მაგალითები:
Она продала свою квартиру – მან გაყიდა თავისი (საკუთარი) ბინა.
Она продала её квартиру – მან გაყიდა მისი (სხვისი) ბინა.
მინიშნება:
ქართულის მსგავსად და სხვა უცხო ენებისგან განსხვავებით, სხეულის ნაწილებზე საუბრისას კუთვნილებითი ნაცვალსახელები რუსულში არ გამოიყენება.
მაგალითები:
Он сломал руку. – მან მოიტეხა ხელი.
Она открыла глаза – მან გაახილა თვალები.

Комментариев нет:

Отправить комментарий